მაიდნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
16-11-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს. ​

პირველი საანბანო გაკვეთილი ბავშვებს ზეიმად ექცათ. პედაგოგი მოსწავლეებს ანბანეთში დიდი სიყვარულით შეუძღვა და ბავშვებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად არაერთი სახალისო თუ საზეიმო აქტივობა შესთავაზა. 
პატარებმა საანბანო პერიოდის დაწყება იზეიმეს და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ანბანს დიდი შემართებით ისწავლიან.

„დღეს მაიდნის საჯარო სკოლაში ჩვენს საკლასო ოთახში განსაკუთრებული ზეიმი იყო! დიდი სიხარულითა და სიყვარულით აღვნიშნეთ ანბანის შემობრძანება - დღე, რომელიც ჩვენი პატარა მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. 

ერთად შევასრულეთ უამრავი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწავლა შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, მხიარული და ჯადოსნური! 

დღეს თითოეულმა ასომ თავისი პატარა ადგილი დაიკავა ჩვენს გულებსა და ცოდნის სამყაროში. ეს ხომ მხოლოდ ასოების გაცნობა არ არის - ეს პირველი ნაბიჯია დიდი წიგნების, ლამაზი სიტყვებისა და საოცარი თავგადასავლებისკენ!

ვამაყობ ჩემი პატარა მოსწავლეებით! გისურვებთ, არასოდეს დაკარგოთ სწავლის სიხარული, ცნობისმოყვარეობა და ოცნებების ახდენის სურვილი! 

ანბანის სამყაროში პირველი ნაბიჯი გადადგმულია! წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველოდება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203