
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა პეტიციაზე, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ეხება.
აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება პირველ კლასში იმ ბავშვების მიღებას, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის უარყოფით დასკვნას, რომელიც პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის ბიურო პეტიციის ავტორს პეტიციის განხილვაზე უარს ეუბნება.