
სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვის მიხედვით, ფინანსური რესურსები მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების, მოსწავლეთა საჭიროებების უზრუნველყოფის, სასკოლო ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების ხელშეწყობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები განათლების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერის მიმართულებით.
ამ შემთხვევაში გვინ დაყურადღება გავამახვილოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლებსა და სკოლის სხვა პერსონალზე. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 759 პედაგოგისა და 269 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების გასაცემად მიიმართა 4.0 მლნ ლარზე მეტი;
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პროგრამა კვლავ გათვალისწინებულია.