
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო სურნელი დატრიალდა.
მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიებამ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გააერთიანა - მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ზღაპრული სანახაობით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებაზე გამოიფინა საშემოდგომო ნობათი, წარმოდგენილი იყო სეზონური ხილი და ბოსტნეული, სუფრა მოკაზმული იყო მრავალფეროვანი ორნამენტებით. სკოლაშივე მოდუღდა თათარა და სიმბოლურად სკოლის ყველა მოსწავლემ ამოავლო ჩურჩხელა.
იხილეთ ვიდეო: