NAEC-ში ტესტების დახვეწაზე, ღია და დახურული ტიპის დავალებების გაუმჯობესების იმსჯელეს  -  დეტალები
16-11-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო გამოცდების ცენტრის ექსპერტებისთვის ორდღიანი ონლაინტრენინგი გაიმართა.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფის წევრებმა განიხილეს აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლებისთვის ცენტრის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მომზადებული საგამოცდო მასალები, კერძოდ, მე-9 და მე-11 კლასების ტესტები და შეფასების სქემები. განხილვის შედეგად აზერბაიჯანელ კოლეგებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეწოდათ.
 
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტესტების სტრუქტურის დახვეწას. მხარეებმა იმსჯელეს ღია და დახურული ტიპის დავალებების გაუმჯობესების გზებზე, განიხილეს შეფასების კრიტერიუმები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
 
ქართული მხარის ჩართულობა ხელს უწყობს აზერბაიჯანის ქართულენოვანი მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და შეფასების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203