„რას ირჩევენ ახალგაზრდები?“ - ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-11-2026

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია პროექტი - ​რას ირჩევენ ახალგაზრდები?, რომელიც ჯანსაღი კვების მნიშვნელობის ხაზგასმასა და გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მიეძღვნა.

პროექტმა არაერთი სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობა გააერთიანა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაასუფთავეს სკოლის ეზო, შეადგინეს სკოლის ბუფეტის მენიუ და მოამზადეს პრეზენტაციები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203