ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჟამად სკოლაში, ქართული ენის პედაგოგის - ე. თათეშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩემი სკოლა -ჯანსაღი გარემო“ ხორციელდება.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ჯანსაღი გარემოს შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელობას, ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობაში და იზრუნებენ სასკოლო სივრცის გაუმჯობესებაზე.
იხილეთ ფოტოები: