ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
17-11-2026

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებში. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ახლახან, კი მოსწავლეები საგნობრივ კონკურსებში მიღწეული წარმატებისთვის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადასცეს და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203