ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა.
პედაგოგმა, პატარების სასწავლო შემართებაზე იზრუნა, ბავშვებს ანბანეთში დიდი სიყვარულით შეუძღვა და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობები შესთავაზა.
გაიმართა მშობლიური ენის პირველი ასო-ბგერის პრეზენტაცია. მოსწავლეები „ა“ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნენ და წინაასანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნასც წარმატებით წარმოაჩინეს.
პატარებმა საანბანო პერიოდის დაწყება მასწავლებელთან ერთად აღნიშნეს, რომელიც პატარებს დაჰპირდა კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას წიგნიერების სამყაროში.
იხილეთ ფოტოები: