გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საშემოდგომო ღონისძიება 
16-11-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

სკოლაში განსაკუთრებული სიხარულითა და მხიარულებით გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება, რომელმაც არაერთი საზეიმო და შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. 

პატარებმა და უფროსებმა ერთად გააცოცხლეს შემოდგომის სილამაზე, წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი, მონდომება და შემოქმედებითი შესაძლებლობები. ღონისძიება სავსე იყო ლამაზი ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და შემოდგომის უხვი მოსავლით.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები და მადლობას უხდიან ყველას ლამაზი ღონისძიებისთვის. 

„შემოდგომის ფერებით, სითბოთი და სიყვარულით სავსე დღე ჩვენს სკოლაში!

მადლობა, ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის!

შემოდგომა ხომ ის დროა, როცა ბუნებაც და ადამიანების გულებიც განსაკუთრებული ფერებით იმოსება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203