
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლის - არტიუშ კირაკოსიანი სპორტული წარმატებით ხარობენ.
5-8 ნოემბერს, იტალიაში, მსოფლიოს 44 ქვეყნის მონაწილეობით გამართულ კიკბოქსინგის ჩემპიონატზე საქართველო ღირსეულად წარადგინა ხორენიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე არტიუშ კირაკოსიანმა.
არტიუშმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ეს უდიდესი გამარჯვება და სიამაყეა ჩვენი სკოლის, სოფლისა და მთელი რეგიონისთვის.
ვულოცავთ არტიუშს ამ დიდ წარმატებას! ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას და წარმატებულ მომავალს! ვამაყობთ შენით, არტიუშ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო