სპასოვკის N1 სკოლის პირველკლასელმა, პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ხე დარგო
16-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

​სპასოვკის №1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ, დაჩი ბერიძემ, რესურსცენტრისა და მერიის ორგანიზებით გამართულ გარემოსდაცვით აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და დამრიგებელთან და სკოლის დირექტორთან ერთად ხე დარგო.

სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ, მათი თქმით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების სიყვარულისა და მასზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.

„გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა! დღეს დარგული ხე კი მწვანე, ჯანსაღი და უკეთესი მომავლის სიმბოლოა.

ერთად ვიზრუნოთ ბუნებაზე და აღვზარდოთ თაობა, რომელიც იცავს, აფასებს და უფრთხილდება გარემოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203