ბეჩოს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სახალისო საგანმანათლებლო თავგადასავალია
16-11-2026

ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. 

პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა. პედაგოგი პატარებს პატარებს ანბანეთში დიდი სიყვარულით შეუძღვა და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად პატარებს მრავალფეროვანი სახალისო თუ საზეიმო აქტივობები შესთავაზა. ​

პატარები პირველ ასო-ბგერებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის დაწყება იზეიმეს და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ანბანს დიდი შემართებით ისწავლიან. წინ კი მათ კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობა ელით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203