
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო სურნელი დატრიალდა.
13 ნოემბერს, სკოლაში გაიმართა დილის ზეიმი-გამოფენა, რომელიც შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას მიეძღვნა.
ღონისძიება ნამდვილ საშემოდგომო დღესასწაულად იქცა. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს მათივე ხელით შექმნილი ორიგინალური ნამუშევრები, შემოდგომის მოსავლის სიუხვე და შემოდგომის ბუნების მთელი ხიბლი და სითბო.
ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა და თან ახლდა ლამაზი მუსიკალური ნომრები და მხიარული განწყობა.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აავსეს.
იხილეთ ფოტოები: