ალერტკარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალური თამაშების გამარჯვებულია 
16-11-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში მხარდაჭერილი, მათი წარმატება კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში, გოგონათა გუნდის წარმატებით ხარობენ. 

20 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სპორტულ დარბაზში, ჩატარდა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027“-ის მუნიციპალური თამაშები მაგიდის ჩოგბურთში, როგორც გოგონებში ისე ვაჟებს შორის, რომელშიც მუნიციპალიტეტის 15 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდნენ მუნიციპალიტეტის ჩემპიონები, რომლებიც რეგიონის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 

ალერტკარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ტურნირში წარმატებით იასპარეზა და I ადგილი დაიკავა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203