„ძნელია შეეგუო რეალობას“-აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 სკოლა კურსდამთავრებულის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
16-11-2026

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ კურსდამთავრებულს - დავით ძამაშვილს ემშვიდობება. 

სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული, საოცრად კეთილი და ნათელი ბიჭის, დავით ძამაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

ძნელია შეეგუო რეალობას, როდესაც 22 წლის სიცოცხლით, ოცნებებითა და მომავლის იმედებით სავსე ახალგაზრდა მოულოდნელად ჩვენს გვერდით აღარ არის. დათოს სახელი, მისი მოსწავლეობის წლები და კეთილი ღიმილი მუდამ დარჩება მოგონებად სკოლის ისტორიაში. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას ვისთვისაც ის ძვირფასი იყო“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს დავით ძამაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მის მასწავლებლებსა და სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203