ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საგანმანათლებლო ღონისძიება 
16-11-2026

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-5 კლასელები, დამრიგებლის - ნატალია მურჯიკნელის ხელმძღვანელობით, ბათუმს სტუმრობდნენ. 

მეხუთეკლასელთა მოგზაურობა ბათუმში მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა - მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბათუმის ციფრულ სივრცეს, სადაც ტექნოლოგიების საოცარ სამყაროში აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ბუნების ულამაზეს წალკოტში - ბოტანიკურ ბაღში გაისეირნეს. 

„ერთი დღე, უამრავი აღმოჩენა და დაუვიწყარი ემოცია!​ დღე, რომელიც ცოდნით, სიხარულით, მეგობრობითა და ბედნიერი ღიმილებით აივსო რადგან ექსკურსია მხოლოდ მოგზაურობა არ არის - ეს ერთად შექმნილი მოგონებებია, რომლებიც დიდხანს გვემახსოვრება!“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203