პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში აპლიკანტთა ჩარიცხვის საბოლოო შედეგები უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაზე - vet.ge.
თითოეულ აპლიკანტს საკუთარი შედეგის ნახვა პირად სარეგისტრაციო სივრცეში, განყოფილებაში „შედეგები“ შეუძლია.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას 16 ნოემბრიდან დაიწყებენ, სასწავლო პროცესი კი 2026 წლის 1 დეკემბერს დაიწყება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ჩარიცხვის პროცესის ავტომატიზებულად წარმართვას, რეიტინგული სიების შედგენასა და შედეგების დროულ და გამჭვირვალე ხელმისაწვდომობას.