
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
13 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების პედაგოგის და მრჩეველთა საბჭოს ჩართულობით ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება - „საგზაო ნიშნები“, სადაც მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების წესები ისწავლეს. მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებში შეასრულეს.
მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები თამაშ-თამაშიც ისწავლეს და უსაფრთხოების წესებსაც ხალისით გაეცნენ.
ღონისძიება ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: