
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა, ბავშვების დიდი მეგობრის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
ღონისძიება ძალზედ საინტერესოდ წარიმართა, დატვირთული იყო საინტერესო და ინფორმაციული აქტივობებით. მოსწავლეებმა დიდი განმანათლებლის ცხოვრებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს მისი როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას.
ღონისძიებაზე უმცროსკლასელებს გადაეცათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კონსულტანტ მასწავლებელი ლია მარგიშვილი.
იხილეთ ფოტოები: