მუხროვანის საჯარო სკოლის ეზოში ერთადერთმა პირველკლასელმა სახელობითი ნერგი დარგო
13-11-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა, პედაგოგთან და სკოლის დირექტორ სვეტლანა სუხორუკოვასთან ერთად პირველი ნერგი დარგო. 

მოსწავლე სახელობით ნერგს მოუვლის, მის ზრდა-გახარებას დააკვირდება და უკეთ გაიაზრებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას. 

​აღანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203