მშვიდობაურის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
13-11-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პირველკლასელები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ. 

პატარებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეებს გარემოს დაცვას დაწყებითი საფეხურიდან ასწავლიან, ინიციატივას მიესალმებიან. 

„10 ნოემბერი განსაკუთრებული დღე იყო ჩვენი სკოლის ეზოში. პატარა ხელებითა და დიდი სიყვარულით ჩავრგეთ ჩვენი პირველი ნერგი. ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203