ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები
17-11-2026

მასწავლებლის წინსვლა, ფუნქციის შესრულება, ხედვის წარდგენა და ა.შ. ბოლო პერიოდის აქტუალური საკითხებია პედაგოგებისთვის. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ განმარტებას, თუ რა ვალდებულება ეკისრება პედაგოგს, მინიჭებული ფუნქციის შესრულების პარალელურად:

კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, ელექტრონულ სისტემაში გააკეთონ განაცხადი, კარიერული წინსვლის სასურველი მიმართულებით და განაცხადთან ერთად, ელექტრონული სისტემით უნდა წარადგინონ საკუთარი ხედვა სასურველი მიმართულებით ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით.

განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ხედვა კონკრეტული მიმართულებით განსაზღვრულ სკოლის საჭიროებებს

დადებითი შეფასების შემთხვევაში, პედაგოგს უფლება ეძლევა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო პარალელურად, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს შესაბამისი დონისა და მიმართულების სპეციალური კურსი.

უარის შემთხვევაში კი, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი, თუმცა იმავდროულად, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203