ქუთაისის N32 სკოლის თანაორგანიზებით, ეკოფორუმი -„ეკოგანათლება და მდგრადი მომავალი“, გაიმართა
17-11-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 და ქუთაისის N13 სკოლის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საერთაშორისო ეკოფორუმი „ეკოგანათლება და მდგრადი მომავალი“.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია „ეკოგანათლება მდგრადი მომავლისთვის-იდეებიდან მოქმედებამდე“ და გამოფენა-კონკურსი „შავი ზღვის ლურჯი მომავალი“.

სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინა 10 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით. აღსანიშნავია, რომ ყველა კონკურსანტი დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო კონფერენციის მონაწილეები შესაბამისად სერტიფიკატებით. სულ გაიცა 82 სერტიფიკატი, 54 სიგელი და 10 დიპლომი.

პროექტს მხარს უჭერდა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.

ფორუმს უძღვებოდნენ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, მაია დვალი და ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე რუსაძე.

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს და პედაგოგებს ფორუმში აქტიური და პროდუქტიული ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203