„საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმე ვითარებაა“ - ნინო ლომჯარია
19-07-2018
„საბავშვო ბაღებში საგანგაშო მდგომარეობაა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა. 

„ვითარება საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმეა - არის გადატვირთულობის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში საგანგაშოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეაბილიტაციას საჭიროებს არა ერთი ბაღი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში ისმენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203