დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა მსოფლიო მოგზაურების შესახებ ხელნაწერი წიგნი შექმნეს
13-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებებს მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. 

ახლახან, Vll კლასის მოსწავლეებმა ქართულში, როგორც მეორე ენაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. მე-7 კლასელებმა შექმნეს ხელნაწერი წიგნი სახელწოდებით - „მსოფლიო მოგზაურები“.

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი არუსიაკ აბდულიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203