
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ექსკურსია შედგა.
ექსკურსიის ორგანიზატორის, ირაკლი ქობალიას ინიციატივითა და ძალისხმევით, ახალგაზრდებმა მოინახულეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
მოსწავლეებმა თვალი შეავლეს ლეგენდარულ ტელესკოპებს, მოისმინეს საინტერესო ისტორიები კოსმოსზე და უშუალოდ ეზიარნენ ასტრონომიის სამყაროს. მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახდა რაბათის ციხის, საფარისა და მწვანე მონასტრის მონახულებით.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჩხოროწყუს მერს - ჯუმბერ იზორიას ფინანსური მხარდაჭერისა და ახალგაზრდებზე ზრუნვისათვის.
იხილეთ ფოტოები: