ლესიჭინეს თმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი და კულტურული გასვლითი ღონისძიება
13-11-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი და კულტურული გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

მე-6 კლასის მოსწავლეები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრს ესტუმრნენ, სადაც სპექტაკლი - „კაცია - ადამიანი?!“ ნახეს. სპექტაკლი მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მოიხიბლნენ მსახიობთა შესრულებით და ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოები კიდევ ერთხელ გადაიაზრეს. 

შემდეგი გაჩერება სენაკში არსებული საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) გახდა. GITA-ში მოსწავლეებს ჩაუტარდათ მინი ლექცია და გაეცნენ სხვადასხვა მინი რობოტების, 3D პრინტერებისა და ლაზერული ხელსაწყოების მუშაობას. 

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203