
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში დიდი განმანათლებლისა და საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამორჩეულად აღნიშნეს.
საბავშვო მწერლის დაბადებიდან 186-ე წლისთავს სკოლაში საგანმანათლებლო დღეები მიეძღვნა. კვირეულმა არაერთი ღონისძიება და აქტივობა გააერთიანა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა იაკობ გოგებაშვილის როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში.
„იაკობობის” კვირეულის ფარგლებში, მე-2დ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაკა ჭელიძის ხელმძღვანელობითა და მშობლების დახმარებით, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
მუზეუმში პატარებმა ღონისძიება გამართეს და „დედაენის“ შემქმნელის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
იხილეთ ვიდეო: