დარაქოვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ - მოსწავლეებმა ნერგები დარგეს 
13-11-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. 

პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ და სახელობითი ხეები დარგეს. 

პატარები ნერგების გაზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203