
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა სპორტულ-გასართობი და მუსიკალური ღონისძიება, რომელმაც მოსწავლე-მასწავლებლები სახალისო აქტივობებით გააერთიანა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებელი არტაშეს ოგანიანი და ქართული ენის მასწავლებელი თინათინ ლარცულიანი.
იხილეთ ფოტოები: