საკუთარი ფესვების შეცნობის და ოჯახური ღირებულებების გააზრების საინტერესო პროცესი - ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-3 კლსელებმა საგვარეულო ხე შექმნეს
13-11-2026

​ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა მე და საზოგადოების გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მე-3 კლასელებმა საინტერესო და შემეცნებითი თემის - „ჩემი წინაპრების“ შესწავლა განსაკუთრებული აქტივობით გააგრძელეს.

მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი საგვარეულო ხეები, მოიძიეს ინფორმაცია ოჯახის წევრებისა და წინაპრების შესახებ, გაეცნენ თავიანთი გვარის ისტორიას, ოჯახურ ტრადიციებსა და იმ საინტერესო ამბებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ნამუშევრების დასრულების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი საგვარეულო ხე თანაკლასელებს წარუდგინა და საინტერესო პრეზენტაცია გამართა. ბავშვებმა სიამაყით ისაუბრეს თავიანთ ოჯახზე, წინაპრებსა და იმ ადამიანებზე, რომელთა ისტორიაც მათი ოჯახის წარსულს ქმნის.

„ეს აქტივობა მხოლოდ საგვარეულო ხის შექმნა არ ყოფილა - ეს იყო საკუთარი ფესვების შეცნობის, ოჯახური ღირებულებების გააზრებისა და წარსულთან დაკავშირების საინტერესო პროცესი.

რადგან საკუთარი ფესვების ცოდნა საკუთარი თავის შეცნობის დასაწყისია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ პატარა მკვლევრებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203