
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ. სახელობითი ნერგი 11-მა პირველკლასელმა დარგო.
ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას და სადაც გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
„პირველკლასელები, მათი მშობლები და სასკოლო საზოგადოება სიხარულით შეხვდნენ პრემიერის ინიციატივას. სკოლის თერთმეტმა პირველკლასელმა, დამრიგებელი ინგა მელდონიანთან ერთად საკუთარი ხელით პირველი ნერგი დარგო და პირობა დადო, რომ ნერგებს გულმოდგინედ მოუვლინა და გაუფრთხილებლად“,- გვიყვებიან სკოლაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები: