„რთველი საქართველოში“ - განძის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო სასწავლო-შემეცნებით პროექტზე იმუშავეს
13-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, განძის N1 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი პროექტი - „რთველი საქართველოში“.

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი, მოიპოვეს ინფორმაცია რთველის შესახებ, გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას და ეს ყველაფერი ვიზუალური პრეზენტაციით წარმოადგინეს.  

პროექტს მასწავლებელი მაკა ანთაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203