დილითის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
13-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. 

სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც საანბანო პერიოდის დაწყებას მიეძღვნა. 

მშობლიური ენის მასწავლებელმა ალა ბაღდასარიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და საზეიმო აქტივობები შესთავაზა და მშობლიური ანბანის სწავლის დაწყება პატარებს ზეიმად უქცია. 

პატარებმა ემოციურად წარმოადგინეს მომზადებული პროგრამა და ცოდნის გზაზე პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგეს. სკოლაში მათ ულოცავენ საანბანო პერიოდის დაწყებას და კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203