ჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ბადმინტონში, მუნიციპალურ თამაშებზე​ პირველი ადგილი დაიკავა
13-11-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

სკოლაში გოგონათა გუნდის მორიგი გამარჯვებით ხარობენ. 

საჩხერეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მუნიციპალურ თამაშებში ბადმინტონში პირველი ადგილი ჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჭალის საჯარო სკოლას კიდევ ერთი სასიხარულო წარმატება შეემატა!

ეს გამარჯვება ჩვენი მოსწავლეების მონდომების, შრომისმოყვარეობის, გუნდური სულისკვეთებისა და სპორტული შემართების ნათელი დასტურია.

ვულოცავთ, ჩვენს გოგონებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! მადლობა მათ თავდადებისთვის, სკოლის ღირსეულად წარმოჩენისა და კიდევ ერთი საამაყო გამარჯვებისთვის!

წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და გოგონებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203