სწავლა კეთებით, საგნების ინტეგრაცია და ციფრული შესაძლებლობების გამოყენება - ქუთაისის №32 სკოლაში ინოვაციური გაკვეთილი ჩატარდა
13-11-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავლფეროვნებენ. 

VIდ კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტერგირებით, ჩატარდა ინოვაციური გაკვეთილი, სადაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ციფრული სამყარო, შემოქმედებითი აზროვნება და უცხო ენაზე კომუნიკაცია ერთიან საგანმანათლებლო სივრცედ გაერთიანდა.

მოსწავლეებმა Minecraft Education-ის ვირტუალურ გარემოში საკუთარი ფერმები შექმნეს, დაგეგმეს და მოაწყვეს ციფრული სივრცე, შემდეგ კი თავიანთი ნამუშევრები ინგლისურ ენაზე წარადგინეს.

ეს იყო სწავლების განსხვავებული გამოცდილება, სადაც:

ტექნოლოგია ცოდნის მიღების საშუალებად იქცა;

ინგლისური ენა რეალური კომუნიკაციის ინსტრუმენტად;

შემოქმედებითი იდეები - პრაქტიკულ პროექტად;

თანამშრომლობა და დამოუკიდებელი აზროვნება - სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად.

„ეს არის თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - სწავლა კეთებით, საგნების ინტეგრაცია და ციფრული შესაძლებლობების გამოყენება კომპეტენციების განსავითარებლად.

ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას - ვასწავლით ტექნოლოგიების დახმარებით შექმნას, აზროვნებასა და საკუთარი იდეების წარმოჩენას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - ზურა ხაკიანი და ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203