
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული, მოტივაციითა და ემოციებით დახუნძლული ეტაპი გრძელდება - 10-11 ნოემბერს izrune.ge-ს თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით, ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა გაიმართა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა იქცა უნიკალურ შესაძლებლობად საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ასეულობით მოსწავლისთვის - მათ შეძლეს ანალიტიკური უნარებისა და ერუდიციის ეფექტური დემონსტრირება.
დიდ საგანმანათლებლო დღესასწაულში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოს ყოველი კუთხიდან: კერძო და საჯარო, დიდი ქალაქებისა და მაღალმთიანი, შორეული სოფლის სკოლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, პატარა პირველკლასელები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს „ეტალონთან“ ერთად დგამენ შემეცნების გზაზე.
სწორედ ეს მრავალფეროვნება და ერთობა სძენს „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას განსაკუთრებულ ელფერს - ჩვენთან თითოეული მონაწილე გამარჯვებულია, რადგან აირჩია განვითარების გზა და დაამტკიცა, რომ ცოდნა არის უმთავრესი იარაღი, რომლითაც დიდ მომავალს ააშენებს.
შემოდგომის სეზონის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადამ უკვე მოიტანა საამაყო შედეგები - გამოვლინდნენ ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის დიპლომის მფლობელი ნიჭიერი მოსწავლეები - ამას ადასტურებს დამსახურებული დიპლომები, რომელთა ხილვა და ამ დიდი სიხარულის გაზიარება შეგიძლიათ მითითებულ [ბმულზე].
ნიჭიერების ზეიმი კი გრძელდება - დაჩექინდი „ეტალონის“ წარმატების რუკაზე!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში:
ქართული ენა და ლიტერატურა - ავლენს მშობლიური ენის გრამატიკულ ცოდნას, ტექსტის გააზრებისა და ლიტერატურული მასალის ფლობის დონეს;
მათემატიკა - მიზნად ისახავს სასკოლო მასალის ცოდნის გადამოწმებას და მათემატიკური აზროვნების ეფექტურად გამოვლენას;
ინგლისური ენა - აფასებს უცხოური ენის ლექსიკურ, გრამატიკულ და ფუნქციურ დონეს შესაბამისი დონის მიხედვით;
ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - ორიენტირებულია არასასკოლო, ზოგად თვალსაწიერზე, ანალიტიკურ უნარებსა და ლოგიკურ მსჯელობაზე.
არ გამოგრჩეთ, დღესვე დარეგისტრირდით:
• ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე.
გახსოვდეთ, „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს. გელოდებით შემოდგომაზე!
ოლიმპიადის სხვა სიახლეები იხილეთ განყოფილებაში „ეტალონი“