ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ
19-07-2018
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება. სკოლაში 26 მაისს ჩატარდა დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისდმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება დაიწყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნით.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ისტორია, წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები, ღონისძიებაზე სიმბოლურად დაწყებითი კლასების 26-მა მოსწავლემ 26 სტროფი ლექსი წაიკითხა.
აღნიშნული ღონისძიება დასრულდა საქართველოს ჰიმნით, რომელსაც ასრულებდნენ მოსწავლეები და მათთან ერთად აუდიტორიაც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია