
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ აქტივობაში წახალისებულია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ამჯერად სკოლაში ვაჟ ფეხბურთელთა გუნდის წარმატებით ხარობენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ნინოწმინდის სპორტულ სკოლაში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 15 გუნდი მონაწილეობდა.
დაძაბული და საინტერესო სპორტული ბრძოლის შედეგად პირველი საპატიო ადგილი ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გულითადად ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს ამ ლამაზ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: