ფიროსმანის საჯარო სკოლაში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა 
13-11-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღმოჩენებით, კვლევა-ძიეიბითა და ახლის შეცნობის სურვილითაა სავსე. მოსწავლეთა მოტივაციაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოზარდებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებს სთავაზობენ. 

10 ნოემბერს, ფიროსმანის საჯარო სკოლაში მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

პედაგოგ ლელა ტარიელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოქალაქეობის პედაგოგი გიორგი მეხრიშვილი და გეოგრაფიის მასწავლებელი სოფო მჟავანაძე.

მოქალაქეობისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს ამ დღესთან დაკავშირებით მომზადებული ქონდათ ქვიზი,  ლელა ტარიელაძემ კი მოსწავლეებს აჩვენა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება ევროპაში და სამშობლოში პრიზით დაბრუნების კადრები. მოსწავლეებისთვის საინტერესო და სამაგალითო აღმოჩნდა მათი წარმატების გაზიარება. ბავშვებმა დასვეს ბევრი კითხვა და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. ასევე ისაუბრეს აუტიზმის შესახებ და მის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203