
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს.
10 ნოემბერს ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებს განსაკუთრებული და ემოციური დღე ჰქონდათ.
მოსწავლეებმა სიხარულითა და მრავალფეროვანი თამაშების გამოყენებით შეაღეს ქართული ანბანის ჯადოსნური სამყაროს კარი და პირველი ნაბიჯები გადადგეს იმ გზაზე, რომელსაც ცოდნა, სიყვარული და დიდი ოცნებები ჰქვია.
მათ მოტივაციაზე პედაგოგმა იზრუნა და პატარებს ანბანეთში დიდი სიყვარულით შეუძღვა. მასწავლებელმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მრავალფეროვანი სახალისო თუ საზეიმო აქტივობები შესთავაზა.
პატარებმა საანბანო პერიოდის დაწყება იზეიმეს და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ანბანს დიდი შემართებით ისწავლიან.
იხილეთ ფოტოები: