
განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული სავალდებულო სასკოლო ფორმები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის პიჯაკით და შარვლით ან ქვედაკაბით განისაზღვრა, ხოლო რა უნდა ეცვათ მოსწავლეებს პიჯაკის შიგნით, ეს საკითხი სკოლებმა შინაგანაწესით დაარეგულეს.
როგორც ჩანაწერებში ვკითხულობთ, ზედატანი უნდა იყოს სადა და მასზე არ უნდა იყოს დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერები, გამოსახულებები და ორნამენტები. ამასთან, დასაშვებია მწარმოებლის მცირე ზომის ლოგო, ასევე სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი, იმ პირობით, რომ ეს დეტალი სამოსის ძირითად ფერს არ შეცვლის.
პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელი ზედა სამოსი შეიძლება იყოს:
დასაშვები ფერებია: თეთრი, ცისფერი ან ღია ლურჯი, ღია ნაცრისფერი, (შესაძლებელია ამ ფერების ერთმანეთთან კომბინაცია).