
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო თავგადასავალია, რომელიც სავსეა ახალი აღმოჩენებით, კვლევა-ძიებითა, ახლის შეცნობის სურვილით. მათი ინტერესის მიღმა არ რჩება არც მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
27 ოქტომბერს მე-4 კლასელებმა დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი გაიხსენეს და აღნიშნეს მისი როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. საბავშვო მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კედლის გაზეთიც მიუძღვნეს და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
„იქ, სადაც კითხვები პასუხებად იქცევა, ხოლო ყოველი დღე - ახალ აღმოჩენად“,- ასე აფასებენ IVა კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესს სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები.
სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ პედაგოგები - მანანა კოვზირიძე და ელიზა ნემსაძე.
იხილეთ ვიდეო: