
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პატარებს პედაგოგი ირმა კიკნაძე შეუძღვა და მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და საზეიმო აქტივობები შესთავაზა.
პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნენ, აი ია სპეციალურად მოწყობილ ქვიშაში მოხაზეს, პატარებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ასეთივე სიხალისითა და შემართებით გააგრძელებენ სწავლას.
წინ კი პატარებს კიდევ უფრო საინტერესო მოგზაურობა ელით წიგნიერების სამყაროში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო