საბავშვო ბაღებში სათამაშოების ყოველდღიური რეცხვა სავალდებულოა – ჰიგიენური ნორმები კანონითაა განსაზღვრული
20-11-2026

საბავშვო ბაღებში ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სათამაშოების სათანადო ჰიგიენაა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მიხედვით, სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიურად იყენებენ, რეგულარულად უნდა ირეცხებოდეს და საჭიროების შემთხვევაში უტარდებოდეს დეზინფექცია. 

არსებული სტანდარტის მიხედით, ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა ირეცხებოდეს 15 წუთის განმავლობაში, 37​0C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე.

ადრეული ასაკის (2 წლამდე) ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან 2%-იანი სასმელი სოდის ხსნარით, ხოლო სკოლამდელი ასაკის (2 წლის ზევით) ბავშვების სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს ყოველ მეორე დღეს. თოჯინების ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს გაჭუჭყიანების მიხედვით.

სათამაშოებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ქლორამინის 0,5%-იანი ხსნარით ან 0,5%-იანი ქლორის ხსნარით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203