ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით კახეთს ესტუმრნენ
12-11-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად კახეთს ესტუმრნენ. 

24 ოქტომბერს ჩივთქილისის საჯარო სკოლის ორგანიზებით IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის კახეთში ერთდღიანი შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.

მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები და ღირსშესანიშნაობები: უჯარმის ციხე, ძველი და ახალი შუამთა, ბატონის ციხე, ერეკლე II-ის ძეგლი და თელავის გიგანტური ჭადარი.

ასევე, მოსწავლეები ესტუმრნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და დაათვალიერეს ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი, სადაც გაეცნენ ქართული მეღვინეობის ტრადიციებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსია მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიულ წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობასა და კახეთის ტრადიციებს.

„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას, ეროვნული ღირებულებების პატივისცემასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

ვიცნობდეთ, ვუფრთხილდებოდეთ და ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიითა და კულტურით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203