
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებულია, მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მხარდაჭერილი, მათი წარმატება კი - საამაყო.
მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ წალკის მუნიციპალურ თამაშებში, ჩივთქილისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, მაგიდის ჩოგბურთში, საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ულოცავთ, ჩვენს გოგონებს ამ წარმატებას, მათ მასწავლებელსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას! მადლობა, თითოეულ მონაწილეს მონდომებისთვის, შრომისა და სკოლის ღირსეულად წარმოჩენისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: