
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბილინგვური განათლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს არაფორმალური განათლების დანერგვა-ხელშეწყობა. სწორედ არაფორმალური განათლების ფარგლებში ბილინგვური განათლების სპეციალისტმა (სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში), ნურიკ კარაპეტიანმა დაგეგმა და განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი „მიმოიხედე გარშემო და აღმოაჩინე აქამდე შეუმჩნეველი“.
პროექტში ჩართულნი იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
პროექტის მიზნები გახლდათ: მოსწავლეებში გარემოზე დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი, კვლევის, აღმოჩენების გაკეთების, ვიზუალური მასალის (ფოტოს) გამოყენებით აზრის გადმოცემის, ლოკალურ გარემოში პრობლემის გამოვლენის უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა გარემოს შესწავლის საფუძველზე შეარჩიეს ადგილები (სოფელ ფოკაში), რომლებიც:
ბუნებრივად ლამაზია, სოფლის ღირსშესანიშნაობაა, პრობლემურია (საჭიროებს მოგვარებას), გადაიღეს ფოტოები და წარადგინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე.
საკონკურსო კომისიამ შეარჩია სამი გამარჯვებული ნამუშევარი. მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სიგელებით.