
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია, მათი წარმატება კი - საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ჯული სიდიანის წარმატებით ხარობენ. მოსწავლემ ისტორიის ინტელექტუალური შეჯიბრებაში - „დიდგორელი“- წარმატებით იასპარეზა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს მიღწევას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავ, ჯული სიდიანი ისტორიის ინტელექტუალური შეჯიბრების - დიდგორელის - პირველ ტურში მოპოვებულ წარმატებას და მეორე ტურში გადასვლას!
წინწყაროს მთელი პედკოლექტივი ძალიან ვამაყობთ შენით!
გახსოვდეს, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გამარჯვებების, რომელიც უნდა გაიარო ცხოვრების გზაზე და არასდროს გაჩერდე წარმატების გზაზე და კიდევ უფრო დიდ-დიდი მიზნები დაისახე და იცოდე, რომ მე - შენს მასწავლებელს ყოველთვის სჯერავს შენი და მჯერავს შენი მრავალი გამარჯვების და წარმატების!
მიყვარხარ, მეიმედები და მეამაყები!“,- აღნიშნავენ სკოლაში.